|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არავის არანაირ ბარათს არ ვუჩვენებთ, დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში" - გივი ჭიჭინაძე

არავის არანაირ ბარათს არ ვუჩვენებთ და დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში ბარათების და განცხადებების გარეშე-განაცხადა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტმა გივი ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის აქტივობა არ არის მაღალი, თუმცა ამომრჩეველთა ნაკადს დღის მეორე ნახერვიდან ელოდებიან.

"არ არის მაღალი აქტივობა ჯერჯერობით, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ველოდებით. გეგმები, რაც გვქონდა, გავაგრძელებთ, სამი წელი გუბერნატორი ვიყავი და 2021 წლამდე ყველა პროექტი გაწერილია. ბოლომდე მოყვანილი გვაქვს ინვესტორების შემოყვანა, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. საარჩევნო პროცესი მშვიდად მიდის, წინა საარჩევნო პერიოდშიც ყველას შესაძლებლობა ქონდა კარგად ჩაეტარებინა კამპანია", -განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა