|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოში ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსამდე მოიმატებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 15-17 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიკლებს.

15- 17 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+25, +30 გრადუსი), ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა