|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დატოვებენ თუ არა „თავისუფალ ზონას“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები?

„თავისუფალი ზონის“ წევრების გადაწყვეტილებას ქუთაისში „სუს“-ის ქმედებას უკავშირებენ.  ორგანიზაციის ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ ბესო კალაძე „სუს“-ის აგენტი იყო და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ აწვდიდა მათ ინფორმაციას.

„გამოჩნდა, რომ ბესო კალაძე იყო  „სუს“-ის აგენტი შემოგზავნილი ჩვენთან, რომელმაც ვეღარ მოითმინდა და თავი გაყიდა“-განაცხადა შტაბის დირექტორის მოადგილემ მირიან დეისაძემ. მისივე  განცხადებით, "თავისუფალი ზონის" დატოვებას  ქუთაისის ორგანიზაციის წევრები არ აპირებენ და  ისევ რჩებიან თავიანთ პოზიციაზე.

მირიან დეისაძე კალაძის განცხადებას, დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანა სამშობლოს დაცვაა.

„ჩვენ ვემსახურებით საქართველოს, ძირითადად ვართ ყოფილი სამხედროები, რომელთაც გვიყვარს ეს ქვეყანა და არანაირ დესტაპილიზაციას არ ვგეგმავთ. კალაძის განცხადება არის აფსურდი“-განაცხადა დეისაძემ.

ის ამავდროულად „ნაციონალური მოძღაობის“ საპარლამენტო სიაშია. მან საზოგადოებას თავი. ე.წ. პიჯაკის საქმით დაამახსოვრა.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი ზონის“ რამდენიმე წევრმა დღეს ორგანიზაცია დატოვა, მათი განცხადებით, არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება, ამიტომ არ სურთ დაპირისპირება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა