|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანანა მიქაძე: "ეს საკითხი ცენტრალური ოფისის გადასაწყვეტია"

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ოფისის თავმჯდომარის მანანა მიქაძის განცხადებით, პარტიის კონფერენციები 5 ოქტომბრიდან დაიწყება, რა დროსაც მოხდება საკადრო საკითხების გადაწყვეტაც.  „ნიუპრესის“ კითხვაზე, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას  რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე, მანანა მიქაძემ განაცხადა, რომ  თავად არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, თუმცა დაემორჩილება პარტიის გადაწყვეტილებას: "მე ჩემს კანდიდატურას არჩევნებზე არ დავაყენებ, მაგრამ თუ დამავალებენ, დავრჩები. ამას მე არ ვწყვეტ. ეს ცენტრალური ოფისის გადასაწყვეტია. ჯერ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა"-განაცხადა მიქაძემ.

„დიდი ხანია, ვემზადები წასასვლელად, მაგრამ ჯერ არ გავუშვივარ არავის. თუ გამიშვებენ, ამას მეც დავინახავ და თქვენც“, - განაცხადა მანანა მიქაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.

 

ავტორი: ანა ჯიქია