|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში "

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა. ხოლო ის ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას. საქართველოს პრეზიდეტი აქვე აცხადებს, რომ დაუშველბელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შინა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას. 

"რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დასრულდა. არაერთელ მითქვამს და სამწუხაროდ მიწევს გავიმეორო, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას. შევახსენებ პოლიტიკოსებს, რომ ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზენაესი ღირებულებაა და დაუშვებელია ამით თამაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ,  არ აყვნენ ავანტიურებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად",-განაცხადა პრეზიდენტმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა