|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით დვალის და სულხან ქობულაძის საქმის განხილვა 21 ნოემბერს დაიწყება

დავით დვალის და სულხან ქობულაძის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 21 ნოემბერს დაიწყება. სულხან ქობულაძის ადვოკატის "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი სანტურიანის განცხადებით, მოსამზადებელი სხდომა 9 ნოემბერს გაიმართა, სადაც საქმის განხილვის პირველი სხდომის თარიღი ჩაინიშნა. გიორგი სანტურიანის ინფორმაციით, სხდომას არ ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მოადგილე ბექა ყანჩელი. მათ ინტერსებს ადვოკატი იცავდა. სანტურიანის განცხადებით, ჯერჯერობით შედეგზე საუბარი ნაადრევია.

შეგახსენებთ, რომ  2 ოქტომბერს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს 1000-1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. დავით  დვალს და ბექა ყანჩელს ბრალი არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" დირექტორის სულხან ქობულაძის ცემის გამო წაუყენეს.

სულხან ქობულაძის ინფორმაციით, 2015 წლის 1 ოქტომბერს დავით დვალმა, ბექა ყანჩელმა და მათმა მძღოლმა ის გაიტაცეს და ცემეს. ფაქტზე გამოძიება მალევე დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგი 2 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიმართ სამართალდამცველების დაგვიანებულ რეაგირებას ქუთაისის საკრებულოს წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი უკლება გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამართალდამცველების გვიანი გააქტიურება არჩევნებს უკავშირდება. 

მისი განცხადებით, დვალი და ყანჩელი ხელისუფლების მძევლები იყვნენ.

 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს არჩევნებში გააქტიურებას აიძულებენ?

"სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავით"

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს სასამართლომ გირაო შეუფარდა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა