|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით სონღულაშვილი ქორეოგრაფიული სასწავლებლისა და კოლეჯ „აისის“ თანამშრომლებს შეხვდა (R)

 პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები ქალაქ გურჯაანში, ავთანდილ გურგენიძის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლისა და კაჭრეთში მდებარე პროფესიული კოლეჯიის, „აისის“ თანამშრომლებთან გამართა.

 დეპუტატობის კანდიდატმა მათ „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.

 შეხვედრებზე, რომლებიც  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,პედაგოგებმა კანდიდატს  მუშაობის მეთოდები და სამომავლო გეგმები გააცნეს. სონღულაშვილმა აღნიშნული სასწავლებლებიც დაათვალიერა.

 „ძალიან მნიშვნელოვანია განათლებისა და კულტურული ცხოვრების განვითარება. მუნიციპალიტეტს სჭირდება ასეთი სასწავლებლების სიმრავლე და გპირდებით, ეომ მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდში, როგორც დეპუტატი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა