|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დავკარგეთ ყველაზე საამაყო ქუთაისელი!“

მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ქუთაისის მერი შოთა მურღულია. მურღულიას განცხადება მის ოფიციალურ facebook- გვერდზე ვრცელდება.

„რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა, მართლაც უნიკალური ნიჭის მწერალი და დრამატურგი. ბევრი გაიხსენებს მას, როგორც საინტერესო სცენარისტს, უძლიერესი იუმორის მქონეს. მე კი, როგორც ქუთაისელს, გამიორმაგებს ტკივილს, რომ დავკარგეთ ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ქუთაისელი. სულ მომწონდა იმის შეხსენება, სადაც კი ბატონ რეზოს ახსენებდნენ, რომ ის ქუთაისში დაიბადა და დღემდე აქვს მას მამაპაპისეული სახლი. ის რამდენიმე წელი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, უძღვებოდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი პეროოდი, როცა მწერალს თან პარტერში ვხდებოდი და თანაც მის შემოქმედებას ვეზიარებოდი. ეს ყველაფერი მოგონებაა... წარუშლელი და აუნაზღაურებელია ის ტკივილი, რომელიც დღეს ჩემს ქალაქს მიადგა მისი გარდაცვალების გამო. ძალიან ვწუხვარ და გული სინანულით მევსება“,- ნათქვამია  შოთა მურღულიას განცხადებაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა