|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ფეისბუქზე გავრცელებულ ჭორ-მართალს ირაკლი ღარიბაშვილი

დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებს და არა ფეისბუქის მეშვეობით გავრცელებულ ათას ტყუილს და ჭორ-მართალს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და მოსახლეობას  ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მან ყურადღება გაამახვილა ანტივაქსერულ დეზინფორმაციაზე, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება. 

"ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, ზოგადად, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინების თაობაზე. მინდა ვთხოვო ყველას - ჩვენ დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებს და არა ფეისბუქის მეშვეობით გავრცელებულ ათას ტყუილს და ჭორ-მართალს,"- განაცხადა პრემიერმა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა