|
  • EUR 1 = GEL 3.4801
  • USD 1 = GEL 3.1916
|

შეზღუდვების მიუხედავად, ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის 200 თანამშრომელი მუშაობას განაგრძობს

დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის 200 თანამშრომელი მუშაობას განაგრძობს. თანამშრომლები არსებული საფრთხის გამო შვებულევაში გასვლას ითხოვენ, თუმცა მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაცია მათ შვებულებაზე უარს ეუბნება. ინფორმაციას პარტია “თავისუფალი საქართველოს “ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ავრცელებს.

მან მეტალურგიულ ქარხანასთან გამართულ ბრიფინგზე თანამშრომლების პრობლემებზე ისაუბრა. წულაიას განცხადებით, თუ ეკლასიაში 10 ადამიანის შესვლა არ შეიძლება, 100 ადამიანის ერთ სივრცეში პანდემიის დღოს საფრთხეს არ ჰქმნიან? ის მთავრობას მოუწოდებს, დაავალონ კომპანიებს ქარხნები ერთი თვით დახურონ და თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვან. მისი თქმით, შიშის გამო ქარხნის თანამშრომლები კამერების წინ საუბარს ერიდებიან. კომენტარს არ აკეთებენ კომპანიის მფლობელები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 78.18%
ჯერ ადრეა - 14.55%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.27%
სულ - 55 ხმა