|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“დედიკოს რომ ვუყურებ, ძალიან მტკივა გული"

წალენჯიხაში, სოფელ ჯვარში  უმძიმესი ავადმყოფი,  38  წლის  ახალგაზრდა ქალი, ინგა თორდია ცხოვრობს.  მას სიმსივნის დიაგნოზი ექიმებმა რამდენიმე წლის წინ დაუდგინეს, თუმცა უფულობის გამო  მკურნალობა ვერ შეძლო. 8 წლის შვილი ყავს, რომელსაც გულის მანკი აქვს, მოზარდის  მკურნალობას ასევე ფინანსების გამო ვერ ახერხებენ. ინგა თორდია ჯვარში, 58 წლის დედასთან ცხოვრობს, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს. ოჯახს შემოსავალის წყარო არ გააჩნია. ოჯახი სოციალურად დაუცველია და დახმარებას, 90 ლარს იღებდნენ.  ოპერაციის  შემდეგ ინგას  ძვირადღირებული წამლები დასჭირდა,  თანხა ოჯახს არ გააჩნდა და  სესხის გამოტანა ბანკიდან დასჭირდათ.  მათ 1200 ლარის ოდენობით თანხა გამოიტანეს. აღნიშნული თანხის დაფარვა ვერ შეძლეს და ახლა მათ ფული ყოველ თვე სოციალური დახმარებიდან  ეჭრებათ. საჭირო და აუცილებელი წამლების ყიდვას  ოჯახი ვეღარ ახერხებს.

„უმძიმეს მდგომარეობაში ვარ, მეოთხე სტადიის სიმსიმნე მაქვს, ავთვისებიანი. გარდა ამისა მაქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, გაკეთებული მაქვს სხვა ოპერაცია, არც თირკმელი მაქვს. ჯანდაცვის სამინისტრო გვერდში მიდგას, ყველაფრით მეხმარება, წამლების ნაწილს უფასოდ მაძლევენ, ნაწილზე კი მითხრეს, არ გვაქვსო. მე ამ წამლების ყიდვა არ შემიძლია, შემოსავალის წყარო არ გვაქვს“, -ამბობს ინგა თორდია.

მისი თქმით, ერთჯერადი დახმარება მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია და მათ 1000 ლარის ოდენობის თანხა გადასცა. ინგა თორდია უკვე თვეებზე მეტია, რაც ლოგინს არის მიჯაჭვული, მას გადაადგილებაც უჭირს, როგორც გვითხრა, თვის ბოლოს უწევს ქიმიოთრაპიის კურსი, რომლის ღირებულება 150 ლარს შეადგენს.  ოჯახს ამის თანხაც არ გააჩნია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მათ თორდიების ოჯახს ერთჯერადი დახმარება უკვე გაუწიეს. ”ვიცით ამ ოჯახის შესახებ, ჩვენ ერთჯერადად გავუწიეთ მათ დახმარება 1000 ლარის ოდენობით”, -გვითხრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ.

“დედიკოს რომ ვუყურებ, ძალიან მტკივა გული, ცუდად რომ არის.   მივდივარ ოთახში და ჩუმად ვტირივარ“ - გვითხრა ჩუმად ინგა თორდიას შვილმა.

ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება დრო კი არ ითმენს, ოჯახი  ხალხის დახმარების მოლოდინშია.

დახმარების მსურველებისთვის, ინგა თორდის თანხმობით ვაქვეყნებთ მის საკონტაქტო ნომერს 551-02-86-18

ანგარიშის ნომერი GE29LB0711109276614540 “ლიბერთი ბანკი”

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა