დეკანოზ ბესარიონ ხვისტანის ოჯახში მეცამეტე შვილი დაიბადა
გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორს, დეკანოზ ბესარიონ ხვისტანის ოჯახში კიდევ ერთი შვილი დანიელი დაიბადა. დანიელი დეკანოზის მეცამეტე შვილია. დღეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი მეორე სამშობიაროში მივიდნენ და ოჯახს მეცამეტე შვილის დაბადება მიულოცეს.
"ვულოცავ ხვისტანების ოჯახს, ნამდვილად განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ოჯახის უზარმაზარი ღვაწლი, ქართული დემოგრაფიის განვითარება, გაძლიერებაში. ეს დიდი მაგალითი და სტიმულია ყველასთვის, მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ",-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა