|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დენდროლოგიური პარკის დათვალიერებას მსურველები უფასოდ შეძლებენ

დღეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება, მრავალფეროვანი პარკის დათვალიერებას კი მსურველები უფასოდ შეძლებენ. 

„დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი იქნება“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა