|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეპუტატებმა პარლამენტში ქოლგებით პერფორმანსი გამართეს [VIDEO]

პარლამენტის ფოიეში დეპუტატებმა მცირე პერფორმანსი დადგეს. მამუკა მდინარაძემ, გიორგი გაჩეჩილაძემ, თამაზ ჭკუასელმა და გია ვოლსკიმ ქოლგით ფოტოები გადაიღეს.

მათი განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის შენობა უხარისხოდ არის აშენებული და ფოიეში წყალი ჩადის.

მდინარაძის თქმით, რამდენჯერაც  უნდა შეკეთდეს სახურავი, პრობლემა არ გვარდება.

დეპუტატების განმარტებით, სწორედ ამ ფაქტის გამო პარლამენტში დადგმულ სათლებთან სამახსოვროდ ფოტოები გადაიღეს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი