|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეპუტატობის კანდიდატმა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა(R)

„ქართული ოცნებიდან“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ფერმაში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ ფერმაში ძირითადად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.

„პროექტი ხორციელდება ცენტრალური და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სასიხარულოა, რომ მოსახლეობა ისარგებლებს კეთილმოწყობილი გზით. ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა