|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დიდება შრომას!"–საბჭოთა სიმბოლიკები ქუთაისში

თვითმმართველობის შენობებსა და საჯარო დაწესებულებებზე სიმბოლიკის არსებობა 1000 ლარით ისჯება. თავისუფლების ქარტია განსაზღვრავს, რომ კომისიამ „რეკომენდაციები“ უნდა გასცეს საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკების, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის თაობაზე; ცვლილებების მიღების შემთხვევაში კი კანონში გაჩნდება ვალდებულება ამგვარი მითითების შესრულების აუცილებლობის თაობაზე, ხოლო კომისიის მიმართვის შეუსრულებლობა, ან არასათანადო შესრულება გამოიწვევს თავიდან გაფრთხილებას, ხოლო მომდევნო ეტაპზე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას 1000 ლარის ოდენობით, იმასთან ერთად, რომ კომისიის დირექტივა აუცილებლად უნდა შესრულდეს.

მიუხედავად ამისა, საბჭოთა სიმბოლიკების თემა ქვეყანაში კვლავ აქტუალურია. საბჭოთა სიმბოლიკებს აქტიურად შეხვდებით ქუთაისში.

"დიდება შრომას!"–ამ სახელოწდების მემორიალი ამ დრომდე არსებობს ქუთაისის მერიის გვერდით მდებარე სკვერში, სადაც სოციალისტური შრომის გმირების სახელებია განთავსებული. უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გახდა ვასილ კიკვიძის ძეგლი, რომლის აღებასაც ითხოვენ საზოგადოებრივი მოძრაობები. საკითხს გამოეხმაურა ქუთაისის მერიც და აღნიშნა, რომ თუ ძეგლის აღება მოხდება, მის ადგილზე იაკობ გოგობეშვილის ძეგლი დაიდგმება.

                       

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი