|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი იმერეთის გუბერნატორს შეხვდა

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი იმერეთის გუბერნატორს შეხვდა. მაკენზმა და ზვიად შალამბერიძემ ორი ქვეყნის ურთიერთობასა და რეგიონთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მაკენზი სმიტის თქმით, მნიშვნელოვანია, ბრიტანეთისა და საქართველოსა თანამშრომლობის გაღრმავება.

"მიხარია, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები ლამაზ იმერეთსა და ქუთაისში. ჩვენმ მოძრავმა საელჩომ უკვე საქართველოს ყველა რეგიონი მოიარა და ბოლოს ჩამოვედით იმერეთში. უკვე არსებობს ორმხრივი კავშირები ქუთაისსა და ნიუპორტს შორის, რომელსაც 30 წელი შეუსრულდა"--განაცხადა მაკენზი სმიტმა.

როგორც იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განმარტა, შეხვედრაზე საუბარი ტურიზმსა და წყალტუბოს განვითარებაზე ისაუბრეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა