|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიდძალი სესხი ავიღეთ - აპირებს თუ არა მთავრობა ლოკდაუნის გამოცხადებას?

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  ნათია თურნავას განცხადებით, გასულ წელს სრული ლოკდაუნის გამო ხელისუფლებამ სოლიდური სესხი აიღო და ახლა კი, სესხის აღების არც შესაძლებლობა და არც სურვილი არ გააჩნიათ.

" შედარებით მარტივია პირობითად რომ ვთქვათ ინფიცირებულთა რიცხვის მართვა ჩაკეტვის პირობებში იმიტომ, რომ ჩაკეტილია და პრაქტიკულად, გადადების შესაძლებლობა ნაკლებია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ინდუსტრიებს, ვინც არის ჩაკეტილი. ჩვენ ამისთვის დიდძალი სესხი ავიღეთ. მეტი სესხის აღების არც შესაძლებლობა, არც სურვილი არ გაგვაჩნია. სესხი სესხია, ადრე თუ გვიან ის დასაბრუნებელი იქნება. ამიტომ, ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. ამას სწორედ ასე განვახორციელებთ“,- განაცხადა თურნავამ.

ავტორი: ნიუპრესი