|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან" - შალვა პაპუაშვილი

ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს,  ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა  შალვა პაპუაშვილმა დმანისში წინასარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა. 

მან მომხდარი დაპირისპირების პროპვოცირებასი, რომლის დროსას "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილმა ორი პირი დანით დაჭრა, "ნაციონალები" დაადანაშაულა. 

"ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცვლად სააარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხაარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლა. სამწუხაროდ გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს. არჩევნებამდე დარჩა 10 დღე. ნაციონალური მოძრაობა ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება"- განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ,, დმანისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილი დააკავეს. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა