|
  • EUR 1 = GEL 3.6232
  • USD 1 = GEL 3.2896
|

დონალდ ტრამპის მიმართვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას [VIDEO]

გამოცემამ espersona.ge აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წინაშე დონალდ ტრამპის ყოველწლიური მოხსენება ქართულად თარგმნა და გაახმოვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა კონგრესის ქვედა პალატისადმი ქართულად სრულად ხელმისაწვდომია.

სიტყვით გამოსვლას წინ უძღოდა დემოკრატი კონგრესმენების მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესი, რომლის ინიციატორიც კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი იყო. სწორედ ტრამპის და პელოსის დაპირისპირება გახდა სოციალური ქსელის განხილვის თემაც. თავდაპირველად ტრამპმა პელოსის ხელი არ ჩამოართვა, შემდეგ კი სპიკერმა პრეზიდნეტის სიტყვა დემონსტრაციულად დახია.

 

ავტორი: ნიუპრესი