|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,დღეს ჩვენ მოვიგეთ სამართლებრივი ომი რუსეთთან" - იოსებ ხახალეიშვილი

 სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ეხმიანება. მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებით. 

ქუთაისის მერის თქმით, ეს იყო სამართლებრივი დავა, რომელიც ქართულმა მხარემ საერთაშორისო დონეზე მოიგო რუსეთთან.

,,საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, რაც ნიშნავს რომ ჩვენ მოვიგეთ სამართლებრივი ომი რუსეთთან. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ დღეს სამართლებრივი ომი რუსეთთან მოვიგეთ!,"_აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

 ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა