|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. საგამოცდო პროცესი შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გოგროძემ ქუთაისში შეაფასა.

მისი თქმით, საერთო ჯამში გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

"მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი. 2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო", -განაცხადა სოფიო გოგროძემ. 

მისი ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმიწევნით იცავდა გამოცდებზე უსაფრთხოების წესებს, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურით დაიწყო და 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა