|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს

დღეს მერვე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება. დღევანდელი სხდომით საგაზაფხულო სესია დაიხურება.  თუმცა, შესაძლებელია,  პარლამენტში რამდენიმე რიგგარეშე სხდომის გამართვა საჭირო გახდეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, შესაძლოა სექტემბერში საშემოდგომო სესია გაიხსნას და მათ რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწიოთ მუშაობა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საარჩევნო წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი  სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს, ამასთან მეორე და მესამე მოსმენით  საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. აღნიშნული ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ კორცხელის ინციდენტის შემდეგ მოამზადა. ცვლილება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხს უკავშირდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა