|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს საქართველო განსხვავებულად თავისუფალ არჩევნებს ატარებს" (R)

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე კათოლიკური ეკლესიის მრევლსა და ოზურგეთში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

„ჩვენ ვართ ის ერი, სადაც ერთი ლამაზი ცის ქვეშ, ერთი ლამაზი მზის ქვეშ მშვიდობიანად, სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ვცხოვრობთ საუკუნეების განმავლობაში. ეს ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება და ამას ვერ შეცვლის ვერცერთი ხელისუფალი და ვერცერთი არჩილ თალაკვაძე“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შემდეგი შეხვედრა დეპუტატობის კანდიდატმა სოფელ შრომაში გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

“მჯერა, 8 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლათ გავიმარჯვებთ და ამის ჩვენს ოპონენტებსაც სჯერათ, უბრალოდ არ უტყდებიან საკუთარ თავს. დღეს საქართველო განსხვავებულად თავისუფალ არჩევნებს ატარებს და განსაკუთრებულად ემზადება სწრაფი განვითარებისთვის. ხალხის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს არჩევნების გაყალბება, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევები, მედიაზე ზეწოლა და საკუთრების წართმევა აღარ არის სალაპარაკო და ქვეყანა მზად არის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“ - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა