|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს საზოგადოება არჩევანს აკეთებს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის"

თბილისში მიმდინარე აქციას ქუთაისიდან და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდან უერთდებიან. "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში გასამგაზვრებლად სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ.

მათი თქმით, უერთდებიან თბილისში მიმდინარე აქციას, რითაც გამოხატავენ პროტესტს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო.

როგორც აქციის მხარდამჭერები აცხადებენ,  დღეს ქართველი ხალხი არჩევანს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის აკეთებს.

"ვუერთდებით აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ხალხი აპროტესტებს ხელისუფლების მორიგ ტყუილს. არ შევეგუებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და ვაიძულებთ, შეასრულონ დანაპირები. დღეს საზოგადოება აკეთებს არჩევანს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის"-განაცხადეს აქციის მხარდამჭერებმა.

მათი თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. აქციას ქუთაისიდან 500-მდე ადამიანი შეუერთდება.

ავტორი: ნიუპრესი