|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს ვანელები და ხონელები პირველ წითელ ბარათს მისცემენ "ქართულ ოცნებას"

ხონის №3 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ.

უგულავა ხონში, სწორედ არჩევნების გამო ჩაეწერა. მისი თქმით, დღეს ამომრჩეველი პირველ წითელ ბარათს მისცემს "ქართულ ოცნებას".
"დღეს ვანელები და ხონელები პირველ წითელ ბარათს მისცემენ "ქართულ ოცნებას". "ქართული ოცნება" დამარცხდება, რადგან მან მოატყუა ამომრჩეველი, უპატრონოდ დატოვა რეგიონები და მოსახლეობა. ვართ ძალიან მხნედ, რადგან გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, რადგან ვლიდერობთ და შესაბამისად, მოვემზადებით, რომ ის გეგმა, რაც გვაქვს, შევასრულოთ. ეს არის ვიბრძოლოთ უკეთესი ვანისა და ხონისთვის, გავაზრდევინით ხელისუფლებას პენსიები, სოციალური დახმარება, ამავდროულად გავაკეთოთ სოფლის პროგრამა, ადამიანებს ქონდეთ შემოსავალი და განვავითაროთ ტურიზმი",-განაცხადა გიგი უგულავამ.

დეპუტატობის კანდიდატმა ასევე დაზიანებულ პლაკატზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ" ქართული ოცნება" ებრძვის პლაკატებს, თავად კი ებრძვიან სიღარიბეს.

"მათგან საარჩევნო ველურობას მოველოდით წინა არჩევნებიდან გამომდინარე. ვანის მერი ღამის ეკონომიკას ანვითარებდა და პლაკატების ჩამოხევით იყო დაკავებული, თურმე, ამოვარდა ქარი და მხოლოდ ჩემი პლაკატი დააზიანა. წუხელ ბანერი დააზიანეს, მათ ებრძოლონ პლაკატებს, ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს",- განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა