|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს [R]

ახალი წლისა და შობის   დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით,  „საქართველოს რკინიგზა“   დამატებით რეისებს ნიშნავს.

  

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება -  2020 წლის  3; 4; 5; 6;  და 7 იანვარს

 

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

 

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

08:50

14:30

19:10

0:35

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

10:30

15:30

17:00

22:00

 

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. 

ბილეთები იყიდება  ასევე ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

 

,,საქართველოს რკინიგზა” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს  და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

ავტორი: ნიუპრესი