|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დრომ გამოაჩინა, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე მიმართულებად სჯობს"- გენადი მარგველაშვილი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას მიესალმება. მისი თქმით, ამაზე გუნდში მსჯელობა ნამდვილად მიმდინარეობს.

"ნამდვილად, შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თემაზე გუნდში აქტიურად მიდის მსჯელობა, როდის გაიყოფა სამინისტორები და რამდენად პროდუქტიულად შეიძლება მივაღწიოთ სათანადო რეზულტატს. იცით, რომ განათლების მიმართულებით ბევრი რეფორმაა დაგეგმილი და ბევრი წარმატებით განხორციელდა. ვფიქრობ, კულტურის მიმართულებითაც ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, ჩვენ მოვუმატეთ ბიუჯეტი 5.3 მილიონით, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად გასაზრდელია. გაყოფაზე მსჯელობა სექტემბრიდან მიმდინარეობდა, ვადასტურებ, მაგრამ როდის და რანაირად, ეს მთავრობის დასაანონსებელია, პრემიერის გასაჟღერებელია, თუ რამდენად სწორად და დროულად იქნება. არ გამოვრიცხავ, თებერვალშიც მოხდეს, ან უფრო გვიან გაკეთდეს მოცემული განაცხადი. არსებობს ვალდებულები და არცერთი მათგანი არ უნდა დაზიანდეს ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ჩემი სუბიექტურია აზრია, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე იყოს"_ განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, თავის დროზე სამინისტოების შეერთებით, არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული თუ არა, პასუხობს, რომ ეს მცირე მთავრობის იდეით იყო განპირობებული.

"ვიტყოდი, რომ ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მსჯელობის და საქმის გაკეთების მერე მოდის, მაშინ იყო მცირე მთავრობის იდეა, ნაკლები ბიუროკრატია, მაგრამ დრომ გამოაჩინა, რომ კულტურა სჯობს, ცალკე მიმართულებად იყოს",- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, სამინისტორს ხელმძღვანელის ვინაობა ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა განმარტვას, რომ სამივე გაჟღერებულ კანდუდატურას მიესალმება.

ავტორი: ნიუპრესი