|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"გამოძებნოს ფინანსები!"- "ტორპედოს" ფანკლუბი ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვს

ქუთაისის მერიასთან "ტორპედოს" ფანკლუბის წევრები შეიკრიბნენ.  აქციის მონაწილეები საფეხბურთო გუნდში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ და მერიას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"რამდენიმე თვეა, ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ. გუნდი დაიშალა, ფეხბურთელებს საკვებიც არ აქვთ ბაზაზე, მწვრთნელი ვეღარც ელაპარეკება მათ. დაინიშნა ახალი დირექტორი, მაგრამ ვერ გავიგეთ, მერიამ დანიშნა თუ ჩაჩავამ, ისევ ისეთი მდგომარეობა. მოვითხოვთ მერიისგან რეაგირებას. დროულად გამოძებნოს ფინანსები და გადაარჩინოს გუნდი"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით,  მერთან შეხვედრას ითხოვენ, რომ მისგან მოისმინონ,  რა იგეგმება.

შეგახსენებთ,  ზაალ ჩაჩავას მმართველობისას "ტორპედოში" შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო კლუბი დაშლის პირას მივიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა