|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ' - მეუფე იოანე

"ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას"-განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა საკვირაო ქადაგებაზე.

მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები ხორციელდება. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა თბილისში ჩანიშნულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ძალებს ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება სურთ.

“დღეს თითქოს სასტიკი მწამებელი არ ჩანს, მაგრამ დღეს სხვანაირი დევნაა ეკლესიისა და ცხადია, რომ აუცილებლად ეძებენ რაღაც უარყოფითს, სიკეთეს ვერ ხედავენ, ვერ ხედავენ აღმშენებლობას და აუცილებლად უნდათ, რომ რაიმე გამონახონ ისეთი, რომ ცილი დასწამონ. ზოგს იგონებენ, ზოგს თხზავენ, ზოგს დაამონტაჟებენ. ეს დევნაა. ცილისწამებაც მოწამეობაა, რომ ჩვენ ამას ვითმენთ და შენდობას ვითხოვთ მათთვის, იმიტომ, რომ არ იციან რას აკეთებენ. ასე, რომ გრძელდება დევნა ეკლესიისა და გაგრძელდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, მაგრამ უფალმა გვითხრა ჩვენ და მოწაფეებს, “ნუ გეშინიათ სამწყსოვ მცირევ, რამეთუ ღმერთმა ინება თქვენთვის მოცემა მადლისა” და “ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან ეკლესიას”. აი, სწორედ ეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი კი ცდილობენ, მაგრამ მარცხდებიან ყოველთვის ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ჩვენთან არს ღმერთი. ესეც ბრძოლაა, რომ შფოთი შემოიტანონ ხალხში. დღეს აპირებენ ხომ რაღაც ქალაქში გამოსვლას?! ყველამ სახლში ვილოცოთ, რომ მშვიდობით დასრულდეს ეს ყველაფერი და ეს საბაბი არ იყოს დაპირისპირებისა ერში, რომ არ გამრავლდეს ჩვენს შორის სიძულვილი, მტრობა, შუღლი, არამედ იყოს მშვიდობა, ერთობა და წყალობა.”-განაცხადა მეუფე იოანემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა