|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ეფექტური ორმხრივი კომუნიკაცია თემსა და მმართველობას შორის და ქალთა გაძლიერება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“

2020 წლის დეკემბრიდან ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი „ჰერა“ ბაღდათსა და ვანში ახორციელებს პროექტს  „ეფექტური ორმხრივი კომუნიკაცია თემსა და მმართველობას შორის და ქალთა გაძლიერება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.

საგრანტო პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს  ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერება, მოქალაქეთა ინფორმირების მექანიზმების გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდის  გზით და ქალთა ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ორივე რეგიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომელიც არეგულირებდა ორმხრივ ურთიერთობებს პროექტის განხორციელების განმავლობაში. 

პროექტის საწყის ფაზაში დაიგეგმა ბაღდათისა და ვანის ადგილობრივი სამთავრობო ვებ–გვერდების განახლება. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ჩატარდა რამოდენიმე შეხვედრა ბაღდათისა და ვანის ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან და მათთან აზრთა შეჯერების საფუძველზე,  ჩამოყალიბდა სტრუქტურული და შინაარსობრივი მონახაზი განახლებული ვებ–გვერდისათვის.

(ფოტოზე: ურთიერთშეთანხმების მემორანდუმზე ხელმოწერის პროცესი ბაღდათის მუნიციპალიტეტში)

ვებ–გვერდის განახლებაზე მუშაობის განმავლობაში, „ჰერა“ მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რათა გვერდის საბოლოო ვერსია შესაბამისი ყოფილიყო თანამედროვე მოთხოვნებთან და ეპასუხა რეგიონში არსებული საჭიროებებისათვის. 

 ზემოთ აღწერილი საქმიანობების პარალელურად პროექტის დასაწყისში მოხდა ქალთა საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აქტიური ქალებისგან. ჩამოყალიბდა 4 საინიციატივო ჯგუფი, რომელთა შემადგელობაში შედიოდა 10–10 ქალი. ამდენად, 40 აქტიური ქალი ჩაება პროექტის საქმიანობებში, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც პროექტის დასასრულს ჩამოყალიბდება იურიდიული ფორმის მქონე 4 სათემო ორგანიზაცია. აღნიშნული ორგანიზაციები გააგრძელებენ საქმიანობებს სამოქალაქო სექტორსა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე მიმართავენ თავიანთ ძალისხმევას რეგიონში არსებული სხვა საჭიროებებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ქალთა საინიციატივო ჯგუფებს ჩაუტარდათ ტრენინგ–სემინარი სახელწოდებით:  „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები. სათემო ორგანიზაცია, მისი რაობა და მუშაობის პრინციპები.“ ჩატარებულ ტრენინგზე პროფესიონალი ტრენერის მიერ პროექტის მონაწილე ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია მოქალაქეთა ჩართულობის არსებული ფორმების და აქტიური მოქალაქეობის შესახებ, ასევე, მოხდა მონაწილეების გათვითცნობიერება სათემო ორგანიზაციების და მათი მუშაობის პრინციპების შესახებ.

(ფოტოზე: ტრენინგი ვანის მუნიციპალიტეტში)

„ძალიან მიხარია, რომ ამდენი ინფორმაცია გავიგე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქე ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობებში. ასევე, საინტერესო იყო იმის მოსმენაც, თუ რამდენი კარგი საქმე გაკეთებულა ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სოფელში, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით“ – აღნიშნა ბაღდათში ჩამოყალიბებული ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ქალბატონმა ლეილა გვანცელაძემ ტრენინგის გავლის შემდეგ. 

პროექტის განხორციელების პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა 2021 წლის აგვისტოს ბოლოს და დაგეგმილი შედეგებიც ზედმიწევნით შესრულდა: განახლდა  სამთავრობო ვებ–გვერდი როგორც ვანის, ასევე ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის. ჩამოყალიბდა ქალთა 4 საინიციატივო ჯგუფი – 2 ბაღდათში და 2 ვანში. 

(ფოტოზე: ორგანიზაციის დაფუძნება ვანში)

პროექტის მეორე ფაზის განხორციელების განმავლობაში – 2021 წლის სექტემბრიდან პროექტის დასასრულამდე იგეგმება აქტიური მედია კამპანია ტელევიზიით, სოციალური მედიისა და ადგილობრივი გამომცემლობების საშუალებით. კამპანიის მიზანია, ბაღდათისა და ვანის მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე საქმიანობების და ასევე, ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში პროექტის წვლილის შესახებ. 

პროექტის დასკვნით ფაზაში ქალთა საინიციატივო ჯგუფებს გაეწევათ დახმარება იურიდიულ პირად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პროცედურების გავლაში და ამ პროცედურებისათვის საჭირო დანახარჯების დაფარვაში. 

             

აქტივობა გაეროს განვითარების პროგრამის და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა