|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკოჰაბი – „მწვანე ქალაქის“ პრეზენტაციას გიგლა აგულაშვილი დაესწრო (R)

ახლაგაზრდების ჯგუფმა წყალტუბოში ეკოჰაბი – „მწვანე ქალაქი“ ჩამოაყალიბა. ეკოჰაბის პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. შეხვედრაზე საუბარი იყო გარემოს დაცვის საკითხების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მეთოდებზე. მინისტრმა ახალგაზრდებთან სამომავლოდ მუშაობის ფორმატზეც ისაუბრა და ისინი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მიიწვია.

„ვფიქრობ ეს კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ წყალტუბოს გარემოს დაცვით ინტერესებისთვისჰყავდეს ძლიერი ახალგაზრდული გუნდი.მსგავსი ტიპის ორგანიაციებთან ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვთანამშრომლობთ. აქ ჩვენ ვისაუბრეთ თუ რაზე შეიძლება შედგეს სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ ისინი მოვიწვიეთ ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, რათა გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს გარემოს დაცვით სფეროში“ – აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა  „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ცოტნე ზურაბიანი. მისი თქმით ისინი წყალტუბოში მწვანე ქალაქის კამპანიას იწყებენ, რადგან წყალტუბო იქცეს მწვანე ქალაქად.

„მწვანე ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობა გახლავთ ჩვენი საქმიანობის  ერთ–ერთი მთავარი საზრუნავი. ჩვენ წყალტუბოში მწვანე ქალაქის კამპანიას ვიწყებთ  ერთადერთი მთავარი მიზნით, რომ მოვახდინოთ ახალგაზრდების ინფორმირება, ავამაღლოთ ცნობიერება ეკო განათლების მიმართ. ჩვენ რაც შეიძლება მეტად მხარს დავუჭერთ სხვადასხვა სახის სოციალურ აქციებს, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქალაქი იქცეს მწვანე ქალაქად“ – ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

ეკო–ჰაბის წევრებს უკვე აქვს გეგმა თუ როგორ იმუშავებს „მწვანე ქალაქი“. მათი თქმით ხვალ ისინი უკვე ჩაატარებენ პირველ ღონისძიებას დასუფთავების აქციის სახით.

„მინისტრის ვიზიტი არის ძალიან დიდი სტიმული და მხარდაჭერა  ჩვენთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები და აქტიურად ჩავერთოთ გარემოს დაცვის საკითხებში. ჩვენ ვაპირებთ წყალტუბოში გავაუმჯებესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა და გავზარდოთ საზოგადოების ცნობიერება ამ კუთხით“ – განაცხადა ანა ბენდელიანმა, „მწვანე ქალაქის“ წევრმა.

ეკო-ჰაბის “მწვანე ქალაქი“ მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ ეტაპზე ეკოჰაბში 20-მდე ახალგაზრდა არის გაწევრიანებული.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა