|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკონომიით, თუ იძულებით შესრულებული სამუშაო?

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისის მერიას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. გოგი წულაიას განცხადებით, მერია არ პასუხობს კითხვას,   ავტოქარხანაში "უსაფრთხოების კუნძულების" ხელმეორედ მოწყობისათვის თანხა საიდან გამოიყო.

"მოაწყვეს ვითომდა უსაფრთხოების კუნძულები. ჩვენ გავაპროტესტეთ და აღმოჩნდა, რომ მართლები ვყოფილვართ. ამიტომ ავტოქარხნის ბოლოში მდებარე კუნძულის ერთი ნაწილი შეცვალეს. ჩვენ გაგვიჩნდა კითხვა, დამატებითი სამუშაოებისთვის თანხა ვინ გადაიხადა. მივწერეთ მერიას, მაგრამ გვიპასუხეს, რომ შემსრულებელმა კომპანია "ზაზომ" შეასრულა სამუშაოები. ეს არ არის სიმართლე. იმ კომპანიამ სამუშაოები, ხომ მერიის მიცემული პროექტის მიხედვით შეასრულდა და თუ ხარვეზები იყო პროექტში, ამისათვის კომპანია "ზაზოს" რატომ გადაახდევინეს დამატებით ფული, რა ზეწოლა განახორციელეს კომპანიაზე? უბრალოდ, სხვა მაქინაციებია. ამ სამუშაოებზე ცდილობენ ფულის გათეთრებას. გეკითხებით და ამ კითხვაზე მიპასუხეთ, რატომ  გაიღეთ ზედმეტი ხარჯები? ეს მთავრობა არის უნიათო და მინდა მივმართო ქალაქის მერს, შოთა მურღულია, ამ მთავრობით ფონს ვერ გახვალ,"–განაცხადა წულიამ.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვას გეგმავს.

წულაიას ბრალდებას მერიაში პასუხობენ. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, წულაიას აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ეცნობა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამუშაოებისთვის თანხის გამოყოფა  ეკონომიების ხარჯზე მოხდა.

"ბატონ გოგის  სალაპარაკო გამოელია მაგიტომაც გადაეკიდა ამ თემას, მას ავუხსენით, რომ ეკონომიის ხარჯზე გაკეთდა კუნძული, ისეთი როგორიც იქნებოდა უკეთესი და უსაფრთხო. არანარი კომპანია არ წასულა დავალიანებაში. რადგან ბატონ წულაიას ჩვენი არ ესმის,  მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, იქნებ მერე მაინც გაუნათდეს გონება", –აცხადებს  კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა