|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში საწარმო "ემჯიემტექსი" დაათვალიერა

ქუთაისში, ტექსტილის საწარმო ემჯიემტექსმა (MGM TEX) წარმოება გააფართოვა.
 
ამჯერად სამკერვალო ქარხანა პროდუქციას ევროპისთვის ამზადებს. საწარმომ ხელშეჯრულება H&M თან გააფორმა, კონტრაქტის ფარგლებში საწარმო კომპანიის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.
ამ დროისთვის საწარმოში 300 თანამშრომელია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 500 ლარია. საწარმო მოლაპარაკებებს MANGO სთან და სხვა ცნობილ ბრენდებთან აწარმოებს.
 
დღეს საწარმოში სამუშაო პროცესი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ იმერეთის გუბერნატორთან შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან ერთად დაათვალიერა.
 
მინისტრი დღეს ქუთაისში ბიზნეს ფორუმს დაესწრო და მეწარმეების პრობლემებს გაეცნო. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა