|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროენერგიის გადასახადზე დაწესებული შეღავათი 1 მილიონ 200 ათას ოჯახს შეეხება - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, სახელმწიფო კომუნალურ გადასახდებს მილიონზე მეტ ოჯახს დაუფარავს.

„გარდა იმ ზომებისა, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, ამ ეტაპზე იქნა შემოთავაზებული იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, და ასეთი ოჯახი საქართველოში არის 1 200 000, მათ სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის დარიცხულ გადასახადს აუნაზღაურებს როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახდის ნაწილში“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ დახმარების, რომელსაც მთავრობა მოსახლეობას გაუწევს.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, გავაგრძელებთ იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც არის მიმართული კონკრეტული ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე ძალიან იგრძნობენ პანდემიის შედეგებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ მინისტრის თქმით,  ბუნებრივი გაზის გადასახადის შეღავათით ქვეყანაში 671 ათასი ოჯახი ისარგებლებს. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა