|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაზრდილ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით სემეკი განცხადებას ავრცელებს

მოქალაქეთა ნაწილის პროტესტს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირის გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით სემეკი პასუხობს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, ზამთრის თვეებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით. 
კომისია მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას, ან განცხადებით მომართონ კომისიას და კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. 

”მოქალაქეებს, ასევე, კომისიაში კონსულტაციების გავლა შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებითაც ნომერზე - 16 216. კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის შედეგად დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ. 
კომისია აქვე განმარტავს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი