|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა [PHOTO]

ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშნებლობის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დროისათვის მშენებლობის კვალი არ ფიქსირდება.

როგორც ნიუპრესს "აი გრუპში" განუცხადეს, სამუშაოები დაწყებულია, თუმცა უფრო აქტიურად გაზაფხულიდან განახდება.

ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია გასული წლის შემოდგომიდან ვრცელდება, დეკემბერში კი ადგილზე იმერეთის რწმუნებული,  ქუთაისის მერი და საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.  

შეგახსენებთ, ქუთაისში ყოფილი სამხადრო  აეროპორტის ტერიტორიაზე ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს კომპანია "აი გრუპი“ აშენებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მშენებლობა წელს უნდა  დასრულდეეს, ამასთანავე საწარმომ წელს პირველი ავტომობილები უნდა გამოუშვას.

მათივე ინფორმაციით, ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს.

ამასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე გავა.

ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისათვის კომპანიას  ავტოქარხნის აეროპორტის ყოფილი ტერიტორია გადაეცა.  

ავტომშენებლის ქუჩის #41-ში მდებარე ტერიტორია 1 001 522 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  "ბიგსერვისს"  საკუთრებაში ერთ ლარად გადაეცა.  ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით,  აღნიშნული მიწის საბაზრო ღირებულება   68 2

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა