|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელისო ჩაფიძე თერჯოლა–ტყიბულის ახალი ოლქის მაჟორიტარობას შეეცდება

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიაზე მუშაობს. კანდიდატების ვინაობა ამ დროისათვის უცნობია, პარტია ყრილობისათვის ემზადება, რომელიც 14 მაისსა ჩანიშნული.

ამ დროისათვის ცნობილი გახდა,  თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  "ქართული ოცნების" ხელდასმით, სავარაუდოდ,  ელისო ჩაფიძე იქნება.  ამის შესახებ ჩაფიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით,  მას შეხვედრა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერთან, რომლისგანაც შეთავაზება მიიღო. 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა, რომ თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ერთ-ერთი პირველი სწორედ ჩემი კანდიდატურა განიხილება და იმ შემთხვევაში, თუ მე უარს ვიტყვი, სხვა კანდიდატურის განხილვა დაიწყება. უარის თქმის არანაირი საფუძველი არ მაქვს. მე გავეცი დაპირებები, ძალიან ბევრი მათგანი უკვე შესრულებულია, მაგრამ მათი ნაწილი კვლავ შესასრულებელია“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ. 
დეპუტატის თქმით, ტყიბულის მოსახლეობაც ფიქრობს, რომ ის კვლავ რაიონის წარმომადგენელი უნდა იყოს. 

ჩაფიძის განმარტებით, ამ საკითხს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერთან, რომელთანაც საუბარი უკვე ჰქონდა, კვლავ დაუბრუნდება

ელისო ჩაფიძე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატია, ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ტყიბულის ოლქს თერჯოლის სოფლებიც დაემატა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა