|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელისო კილაძის შვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გარეშე მის გათავისუფლებას მოითხოვს, ბრალდება კი დაცვის მხარის ვარაუდით, დაპატიმრების შუამდგომლობას დააყენებს. მას ბრალი გუშინ საღამოს წარუდგინეს, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“ბრალდების მხარის მტკიცებულებებში არის მხოლოდ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლიდანაც თითქოს ერთ-ერთმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, წავიდა რამდენიმე თანამშრომელი, დააკავეს და მას ამოუღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ამ მტკიცებულებებით თუ უნდათ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება, ეს საკმაოდ გაუჭირდებათ,“ - განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.

დაკავებულის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე შვილის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს. კილაძე აცხადებს, რომ შვილის თავისუფლების სანაცვლოდ არავის გაურიგდება.

 „8-დან 20 წელი ძალიან დიდი თავხედობაა ბატონებო თქვენის მხრიდან. მე მინდა ივანიშვილის ხელისუფლებას ვუთხრა, მე თქვენი არ მეშინია, ქრონიკა პლუსი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. ვიცი, რომ ჩემი შვილი არის თქვენი მძევალი. არანაირ საპროცესო გარიგებაზე რა თქმა უნდა, საუბარი არ იქნება, არანაირი პირობებით. ამიტომ, ვთხოვ პროკურატურას, რომ ამას ნუ შემომთავაზებენ,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

ცნობილია, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს გამოძიება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალება ბუპრე-ნორფინის შეძენა-შენახვას ედავება.

რუსთავი 2

ავტორი: ადმინი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა