|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია და "ენერგო–პრო" ელექტრო ბოძების პრობლემის მოწესრიგებაზე ზრუნვას დაიწყებს

ქუთაისში მოძველებული ელექტრობოძების საფრთხესთან დაკავშირებით "ნიუპრესზე" გავრცელებულ ინფორმაციას "ენერგო–პრო ჯორჯია" პასუხობს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თეონა გეგუჩაძის განცხადებით, მოხდება არსებული პრობლემების შესწავლა, რეალურად არის თუ არა კომპანიის პრეროგატივა. 

"ენერგო-პრო ჯორჯიას" კომუნიკაციები დამონტაჟებულია როგორც კომპანიის ბალანსზე არსებულ, ასევე გარეგანათების სამსახურის კუთვნილ საყრდენებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის გარეშე, ვერ გეტყვით, თქვენს მიერ აღწერილი შემთხვევა რომელი სამსახურის კომპეტენციაში შედის. ნებისმიერ შემთხვევაში, აბონენტებს შეუძლიათ, მომართონ ენერგო-პრო ჯორჯიას და კომპანია შეეცდება მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოახდინოს ავარიული, ან დაზიანებული საყრდენების რეაბილიტაცია თავად, ან ქალაქის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით",–აღნიშნავს თეონა გეგუჩაძე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  ქუთაისში დაახლოებით 72 650 აბონენტია, აქედან სამოსახლო კატეგორიაში დაახლოებით 62 600 მომხმარებელი შედის.

რაც შეეხება გარეგანათების ბოძებს, მერიის პრესსამსახურის განცხადებით, დაზიანებული გარეგანათების ბოძების შეცვლა ეტაპობრივად მოხდება. იქედან გამომდინარე, რომ ბოძებზე ელექტროგაყვანილობის მავთულებიც არის დაერთებული, სამუშაოები "ენერგო–პროსთან" შეთანხმებით მოხდება ისე, რომ მოსახლოებას ელექტოროენერგიის პრობლემა არ შეექმნას.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა