|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

პროექტის "ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი, მსოფლიო დონის ატრაქცია" პირველი ეტაპი ენერგეტიკის ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ტურისტულმა ცენტრმა დაიწყო.

ენგურჰესის  დამთვალიერებელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ყველა დეტალის პირადად ნახვა შეეძლება.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰესი დამთვალიერებლებს ყოველდღიურად მიიღებს და სხვადასხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურას შესთავაზებს. ტურისტული ატრაქციის ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ჰიდროელექტროსადგურზე ხუთი ლოკაცია ვიზიტორების მისაღებად უკვე მზადაა.

ტურის ხანგრძლივობა 2 საათის შეადგენს, რა დროსაც სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა