|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ენკას" თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან" - მერაბ ლომინაძე

კომპანიის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან, - ამის შესახებ „ენკა რინიუებლზის“ დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს.

ის საკითხით დაინტერესებისაკეწნ სახალხო დამცველს მოუწოდებს, ხოლო პოლიციას კომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვას სთხოვს. 

„ვთხოვ პოლიციას, დაიცვას ჩვენი თანამშრომლების ფიზიკური უსაფრთხოება, სახალხო დამცველს კი - მათი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების შესწავლისკენ მოვუწოდებ. დღეს „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც წინასამშენებლო სამუშაოებს ახორციელებენ, სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეები და იმ ადამიანთა მეზობლები არიან, რომლებიც პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. მათ და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. ჩვენ აუცილებლად გადავცემთ მსგავს ფაქტებს სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, ამ საკითხითაც დაინტერესდეს“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

მისი თქმით, 3 აპრილს სამშენებლო მოედანზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც, სამწუხაროდ, დრო ვერ გამონახა, შეხვედროდა „ენკა რინიუებლზის“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა, პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილის მხრიდან მუქარის ქვეშ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, 3 აპრილს ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, პარალელურად ხეობაში  მერაბ ლომინაძე მივიდა და პროტესტის მონაწილეებს შეხვდა. მასთან ერთად ხეობაში პოლიციის დანაყოფები შევიდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა