|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ნაციონალებმა" სააგიტაციო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის მასშტაბით  თავიანთი სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა დაიწყეს.

როგორც საკრებულოს წევრმა გია უკლებამ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა,  პლაკატებისგან ქალაქის გასუფთავება სხვა პარტიებისთვის მაგალითი უნდა გახდეს.

„ჩვენ დავიწყეთ ქალაქის ჩვენი სააგიტაციო პლაკატებისგან გასუფთავება, რადგან ქუთაისი იყოს უფრო სუფთა. პარტიის წევრები და მოხალისეები ქალაქს მთელი მასშტაბით გაწმენდენ. ჩვენ დავიწყეთ და ჯერი სხვა პარტიებზეა“-აღნიშნა უკლებამ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პარტიებმა არჩევნების დღიდან ორი კვირის განმავლობაში თავად უნდა მოახდინონ ქალაქის სააგიტაციო პლაკატების ნარჩენებისგან გათავისუფლება, რაც წინა წლებში არ შეიმჩნეოდა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა