|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ექსპერტიზის დასკვნა ან არ არსებობს, არ რაღაც დასამალი არის მასში"-გიგა შუშანია

ექსპერტიზის დასკვნა ან არ არსებობს, არ რაღაც დასამალი არის მასში -  აცხადებს ნაციონლური მოძრაობის წარმომადგენელი, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია, რომელიც სოციალური საცხოვრისის წარმომადგენლებთან ერთად ვიცე მერთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

საცხოვრისის ბინადრები სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას ითხოვდნენ, თუმცა მერიაში მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.

"ეს ადამიანები ითხოვენ ექსპერტიზის დასკვნას, რომ წაიკითხონ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს დასკვნა ფიზიკურად არ არსებობს. ეუბნებიან, რომ სიტყვაზე გვენდეთ, დაწერეთ მოთხოვნა და ათი დღის შემდეგ მიიღებთ დასკვნას. ადმინისტრაციული კოდექსით, სიტყვიერი მოთხოვნაც მოთხოვნად ითვლება და ვალდებული არიან,  დაუყოვნებლივ მისცენ დასკვნა, ამას არ ჭირდება არაფერი, გარდა დაქსეროქსებისა. თუ მერიას არ აქვს, მე შემიძლია მივცე ერთი ლარი ამისათვის," -განაცხადა გიგა შუშანიამ.

 მისი თქმით, ეს გაურკვევლობა კიდევ მეტ კითხვებს ბადებს ამ ადამიანებში.

 "ობიექტურობისათვის უნდა აღნიშნოს, რომ ვიცე მერი კონსტრუქციული იყო, მათ დაპირდა, რომ კომუნიკაციაში ჩაერთვება და მერიის იმ ჩინოვნიკებს, ვინც მათ აგრესიულად ესაუბრებოდა, თავად  ჩაანაცვლებს", -აღნიშნა შუშანიამ. მისი თქმით, აქციის მონაწილეებს ვიცე მერი დაპირდა, რომ სამშაბათიდან უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას დაიწყებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი