|
  • EUR 1 = GEL 4.0646
  • USD 1 = GEL 3.426
|

ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ცვლილებებია

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებში სიახლეები იგეგმება.

ჩხენკელის თქმით, განიხილება უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტები ევროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, მასწავლებლების ტექსტურ რეკომენდაციებს, სკოლის საშუალო ქულას და კლასგარეშე მუშაობასაც გაითვალისწინებენ.

"ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ.

მისივე თქმით, ეს ამერიკაში აპრობირებული მეთოდია და საქართველოშიც ანალოგიური მოდელით დაინერგება.

ავტორი: ნიუპრესი