|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეროვნულ გამოცდებზე 100 პროცენტიანი გრანტი 1012-მა აბიტურიენტმა მიიღო

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების ბოლო შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს გრანტი 6 500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.

აქედან 100 %-იანი დაფინანსება მიიღო 1012-მა სტუდენტმა. 70 %-იანი დაფინანსება მიიღო 1456-მა სტუდენტმა, ხოლო 50 %-იანი დაფინანსება მიიღო 4078-მა სტუდენტმა. ამას ემატება 3 800-ზე მეტი ის სტუდენტი, რომელმაც ჩააბარა სპეციალობაზე, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.

”500-მდეა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომელმაც გადალახა ზღვარი საგნებში, თუმცა მათ მიერ მითითებულ უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ, ვინაიდან მათ ერთი, ან ორი არჩევანი ჰქონდათ გაკეთებული. რეგიონების მიხედვით ჩაშლილად ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შეეხება საგნობრივ მაჩვენებელს, უმაღლესი ქულა, მაგალითად 80, ან 79 ზოგად უნარებში არც ერთ აბიტურიენტს არ მიუღია, ხოლო ყველაზე დადებითი მაჩვენებელი და ყველაზე მაღალი ქულები უცხო ენაში, კერძოდ კი ინგლისურ ენაში დაფიქსირდა”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა