|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეროვნული ბანკის კურსით, ლარი ევროსთან ისტორიულად გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი, 26 ოქტომბრის კურსით, ლარი ევროსთან ისტორიულად გაუფასურდა. დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით, €1 ღირებულება ₾2,9813 იქნება.

25 ოქტომბერთან შედარებით, ლარი დღეს 1,78 თეთრით არის გაუფასურებული.

მანამდე ყველაზე მაღალი კურსი ისევ წელს, სექტემბერში დაფიქსირდა.საქართველოს ეროვნული ბანკის 21 სექტემბრის კურსით, €1 ღირებულება ₾2,9746 იყო.

26 ოქტომბრისთვის ლარი ამერიკულ დოლართანაც, 1,11 თეთრით გაუფასურდა, თუმცა ისტორიულ ნიშნულამდე არ მისულა. დღეს $1-ის ღირებულება ₾2,5317-ია.

საქართველოში ორი ყველაზე დიდი კომერციული ბანკში ლარის მიმართ გაცვლითი კურსი ევროსთან და დოლართან შემდეგნაირია: თიბისი ბანკშიერთი დოლარის გაყიდვა 2,508 ლარადაა შესაძლებელი, ყიდვა კი - 2,568 ლარად; საქართველოს ბანკში - გაყიდვა - 2,498 ლარად, ყიდვა კი - 2,578 ლარად. რაც შეეხება ევროს, თიბისი ბანკში ერთი ევროს გაყიდვა 2,929 ლარად შეიძლება, ყიდვა - 3,079 ლარად; საქართველოს ბანკში კი - გაყიდვა - 2,948 ლარად, ყიდვა 3,048 ლარად

ON.ge

 

ამავე თემაზე: 

"არჩევნების დღეს "შავი ფულის" დატრიალებამ ლარის დევალვაცია გამოიწვია" -გიორგი უკლება

არჩევნების დასრულების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა