|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეროვნული გვარდია 25 წლისაა

ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალი დღეს გაიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე.
ეროვნული გვარდიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც იგეგმება.


გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით „საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებით, როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, რითაც დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი