|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთად დიდ ძალას წარმოვადგენთ"- კოოპერატივების გზით ევროკავშირის ბაზრისაკენ

საქართველოში 1600-მდე კოოპერატივია და მათ შორის ერთ-ერთი მოწინავე იმერეთია, ვანში 27 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, საიდანაც 11 მეფუტკრეობის მიმართულებისაა - გვიამბობს მინდია ქავთარაძე ვანში მედიაურის ფარგლებში ჩასულ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, კოოპერატივების დამსხვილება არის საუკეთესო გზა ევროპის ბაზარზე გასასვლელად.  ამით მათ უადვილდებათ წარმოების პროცესი, რაც საშუალებას აძლევთ მეტი და ხარისხიანი პროდუქციის მიღების, ცალკეული მეწარმეებისათვის კი ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილება გაცილებით რთულია.

"5 კოოპერატივი გავერთიანდით და შეიქმნა მეორე დონის კოოპერატივი "თაფლი საჩინო". ამ კოოპერატივში გაერთიანებულია 71 მეპაიე წევრი. ჩვენი კოოპერატივი დაახლოებით 2 ათასამდე ფუტკრის ოჯახს ფლობდა. 2016 წელს 1400-მდე ფუტკრის ოჯახი წყალდიდობას ემსხვერპლა. დახმარება ევროკავშირისა და სახელწიფო პროგრამების ფარგლებში აღმოგვიჩინეს, რის შედეგადაც შევიძინეთ როგორც დანადგარები, ასევე ცარიელი სკები და მეურნეობა აღვადგინეთ. ახლა ყველა საჭირო რესურსი გვაქვს, რაც მეფუტკრეობის განვითარებისათვის არის საჭირო, ასევე სხვადასხვა ტრენინგების საშუალებით მუდმივად ვიმაღლებთ ცნობიერებას, ვიყავით აშშ-სა და ევროპის 13 ქვეყანაში, ყოველდღიურად  ვსწავლობთ, ვვითარდებით და ამის შედეგია ის, რომ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ოდენობის თაფლი მივიღოთ და ხარისხის არსებული სტანდარტები დავაკმაყოფილოთ", -აღნიშნა მინდიამ ქავთარაძემ.

მისი თქმით, მათი კოოპერატივში გაერთიანებული ადამიანები ერთად დიდ ძალას წარმოადგენენ, რომლებიც ერთმანეთს გვერდით უდგანან.  მისი სურვილია, რომ სოფელში ახალგაზრდები დაკავდნენ და მათ ჰქონდეთ არსებობის საშუალება. "ერთად დიდ ძალას წარმოვადგენთ, ერთმანეთს ვეხმარებით,  ჩვენი წევრები არც სოციალურ დახმარებას მოითხოვენ და ღირსეულადაც შეძლებენ ოჯახის მოვლას", - აღნიშნა მან.

საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის და ნატოს შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით გამართული  მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ასევე  თხილის დახარისხების კოოპერატივი  "ძულუხი" მოინახულეს. 

მედიატურის ორგანიზატორის მარიკა ვაჭარაძის განცხადებით, ორივე კოოპერატივი დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში და მათი პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპული ხარისხის სტანდარტებს.

მედიატური "ევროპის დღეების" ფარგლებში გაიმართა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა