ერთად გავცეთ პასუხი ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვას - სამოქალაქო აქტივიზმი ქუთაისში
ერთად გავცეთ პასუხი ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვას - ამ მოწოდებით პოსტერები გამოჩნდა დღეს ქუთაისის ქუჩებში. სამოქალაქო მოძრაობა " დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ფლაერების ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს 2 ოქტომბრის არჩევნებში ხმა იმ პოლიტიკურ ძალას და მერობის მხოლოდ იმ კანდიდატს მისცენ, რომელიც ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მხარს საჯაროდ დაუჭერს.
აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის შედეგია ის, რომ ქვეყნის მეორე ქალაქი გაჩერებული პროექტების ქალაქად იქცა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა